Wednesday, July 14, 2010



პროექტის სახელი– საბავშვო წიგნის მაკეტი
პროექტის მოკლე აღწერა– პროექტის მიზანია მოსწავლე დაუახლოვდეს წიგნს,შეიყვაროს წიგნი,მოიძიოს ნამდვილი და მოგონილი /საბავშვო/ ამბები და აკინძოს წიგნად.
პროექტის სრული აღწერა– მოსწავლეებს წინასწარ გავაცნობ მიზანს– მოსწავლე იკვლევს სხვადასხვა საინტერესო ამბებს,რომლებიც მათ თანატოლებს ან უფროსებს /მათ ასაკში /გადახდათ თავს,იძენს ნაცნობებს,პატივს სცემს მათ აზრს,იმაღლებს მოსმენის კულტურას, იმდიდრებს სამეტყველო ლექსიკას,სკოლის ან პირად ბიბლიოთეკაში აკვირდება საბავშვო გამომცემლობების წიგნებს,მათ ილუსტრაციებს.
ვადები– 12 დღე
მონაწილეთა ასაკი– მესამე კლასის მოსწავლეები
პროექტის შესაძლო აქტივობები–1/საწყისი ეტაპის გაცნობა– წიგნის მარტივი სტრუქტურა:ყდა,თავფურცელი,სათაური,ავტორი,ტექსტი,სარჩევი – 1დღე
2/მასალების მოკვლევა–მოძიება და ფურცლებზე გადატანა–5დღე
3/წიგნში ფურცლების ჩამაგრება–აკინძვა–2 დღე
4/წიგნის ილუსტრირება–1 დღე
5/წიგნის გაფორმება–ყდის დიზაინი, ავტორისა და სათაურის მითითება–თვითონ არიან ავტორებიც და გამომცემლებიც–2 დღე
წიგნების პრეზენტაცია კლასის წინაშე–1დღე
მოსალოდნელი შედეგი–მოსწავლე იცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას,ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს,იღვივებს წიგნისადმი სიყვარულს,სწავლობს წიგნის მოფრთხილებას
სარგებელი სხვებისათვის–მოეწყობა მათი შექმნილი საბავშვო წიგნების გამოფენა,რომელსაც დაათვალიერებენ და წაიკითხავენ როგორც მათი სკოლის,ასევე სხვა სკოლებიდან მოწვეული მოსწავლეები,რომელთაც გაუჩნდებათ სურვილი და მოტივაცია უფრო კარგი წიგნის გამოცემისა.
სამუშაო ენა – ქართული ენა
მონაწილეები სხვა სკოლიდან–
საგნებთან კავშირი– ხელოვნება, ბუნება,შრომა
პროექტის ფასილიტატორი–მზია ხატიაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა–mzia.xat@gmail.com